↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უკვდავება

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19192 ნახვა

—
ეძღვნის ნარ-კანს
ჩემო კარგო! ქვეყანაზე - სამუდამოდ არვინ ჰკვდება,შემოსილი ახალ ძალით, არც არავინ იბადება...რა უყოთ თუ: შემოდგომით სევდით ყველა იმოსება.ოქროს ჰანგად გაზაფხულზე - გაიშლება მიწის ქება...თუ შენც მოჰკვდი... სახე შენი გაზაფხულზე მოფრინდება,ვით პეპელა გაიხარებს, ვით პეპელა, კვლავ დასტკბება...შენც გინახავს ხის ფოთოლი, შემოდგომით როგორ ჭკნება,მაგრამ გული გაზაფხულზე ისევ ისე აჰყვავდება...ჩვენი სულიც, თუ ხანდახან ღამის სუნთქვით დაიწვება,განთიადის სარეცელზე მას აღადგენს დილის შვება...უკვდავება მარად დაგვდევს... მიწით ცამდის თანა გვყვებადა რა ვქნათ თუ ხანდახნობით, ახალ სახედ შეიცვლება.
1915
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი