პოეზია · ლირიკა
პროტესტის სტრუქტურა
შეინახე ის, რაც არ გაქვსდა არასოდეს გექნება.მოუფრთხილდი მას, რაც არ გაქვსდა არასოდეს გექნება.
მოუფრთხილდი შვილივით და ღვიძლი შვილივით (და),ვინაიდან არასოდეს და (ღმერთო!) არასოდეს გექნება და
შეიყვარე მკვდრები,ისინი არასოდეს მიგატოვებენ,არ მოგკლავენ და არ ჩაგცემენ გულში ლახვარს,მათ არ მობეზრდებათ შენი ნახვა,არ მოგკლავენ და არ შეშურდებათ შენი,ისინი ხომ ჩვენი მკვდრები არიან.
შეიყვარე ღმერთი,არც ის მიგატოვებს არასოდეს,ვინაიდან ის ხომ თითქმის არ არსებობს.
და ცა...ცა შეიყვარე, არ მიგატოვებს.და ცა...ის ისევ იქ იქნება,სადაც არის,რათა ძაღლის ყმუილის ნოსტალგია ხშირად შევიგრძნოთ.და ცა...როგორც სიმშვიდისა და სიკვდილის ბუტაფორია.და ცა...რათა გვძულდეს და გვეშინოდეს.და ცა...და ამინ და...ჩუმად!