პოეზია · ლირიკა
კიბე
"ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი."გრანელი
ტოტიდან ტოტზე, როგორც მთვარიდან მზეზე,გადაფრინდა ჩიტი.ჩიტიდან ჩიტზე, როგორც ტოტიდან ტოტზე,გადაფრინდა ქარი.ქარიდან ქარზე, როგორც ჩიტიდან ჩიტზე,გადაფრინდა ფიქრი.ფიქრიდან ფიქრზე, როგორც ქარიდან ქარზე,გადაფრინდა ლექსი
და აი, ისიც!