პოეზია · ლირიკა
თავისუფალი სადღეგრძელო
„ცხედარი აცოცხლებს კუბოს“.ო. ჩხეიძე
ქალს ალამაზებს სინაზე,ბავშვს - თამაშობა სილაზე,მწერალს - ბრწყინვალე ნიჭი.ულაყს ამაღლებს მხედარი,კუბოს აცოცხლებს ცხედარი,აკვანს ამშვენებს ბიჭი.სოფელს სჭირდება სოფლელი,ყმაწვილს სჭირდება მშობლები,მინდორს სჭირდება ცვარი.ქვეყანას უნდა, ღმერთივით,მოძღვრავდეს მწყემსი კეთილი,ნეკერს წიწკნიდეს ცხვარი.