პოეზია · ლირიკა
ვარდფენობა
როდესაც დგება ვარდფენობა,მშვენიერია ქართველობა.მე შენ სიყვარულს არ გისურვებ,თუ არ აღმერთებ ვარდის სურნელს.გთხოვ, წინაპრების ძვალშესალაგსშეხედო, იგრძნო, რამ შესცვალა.გაიგე, ვარდმა დაათოვაერეკლესა და საათნოვას.ერთ ნატვრასაც არ აგისრულებ,თუ არ აღმერთებ ვარდის სურნელს.ქალებიც თითქოს ვარდებია,იცრემლებიან, წყნარდებიანდა მეც მედება უკვე ჟინითმოშველებული ნუგეშინი.გამოდი გარეთ, კარი გახსენ,ნუ დაყურსულხარ ხარიხაზე,შენც მოიგონე წინაპრები -აიდის ქვეყნის სინაბრები.ნახე ძეები, ქალწულებიდა კიდევ ერთხელ დარწმუნდები,როდესაც დგება ვარდფენობა,მშვენიერია ქართველობა.