↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თბილისური

ინჯია ჯემალ

2018-06-121 წთ საკითხავი2601 ნახვა

—
ფუნდუკის ფულს ვესესხები თამამშევს,ფულს გავფლანგავ ფაისაღი გრაფივით.აგრაფინა სიყვარულით დამამშევს,აგრაფინას ვადღეგრძელებ გრაფინით.ამ ძარღვებში ავიდუღებ ტიბაანს,ო, რა თრობა იცის მერე ვერაგმა!ჩემს სიყვარულს მოუხდება დიბა ანმთვარიანი ღამის შუქი პერანგად.თუ მან შუქი ციდან მართლა იყიდა,გავიხარებ, ნიშნს მოვუგებ ავყიებს.ამაყ და მყარ ნარიყალას რიყიდანყოვლად წმინდა სიყვარულით ავყვირებ.წუთისოფელს ვაზოზინებ ოხვრაში,კლდე-ღრე მხვდება, შემაღონა მე ამ ღრემ.ორში ერთი _ ან იყავი ოღრაში,ან დამწვრისა შეუბერე, მეარღნევ!ფიროსმანი გამომიხმე ხომლიდან,მომალანდე ხელთუქმნელი ტილოთიდა იმ ცრემლით ამატირე, რომლითაცკოჯრის მთაზე მოკლულ თბილისს ვტიროდი.მაგრამ ეყო, რაც ჩემს მამულს უჭირდა!უნდა უფსკრულს გადუფრინოს, აი, ამსაქართველომ _ ანგელოზის მუჭიდანგაშვებულმა ჭია-ჭია მაიამ.

ინჯია ჯემალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი