პოეზია · ლირიკა
პრო-ტესკი
ძილისა თუ სიცხადისა თუ სიკვდილის ჟამს,დასცინე სიკვდილს!ჭამისა თუ ცოხნისა თუ მონელების ჟამს,დასცინე სიკვდილს!იფიქრე ღამეზე და ათას რომანტიკულ რამეზე დადასცინე სიკვდილს!საკუთარ კალთაში დაეშვი და მერე საკუთარი თავი შვი დადასცინე სიკვდილს!სამოთხის კარი გაიღო და ღმერთმა მოწყალება გაიღო დადასცინე სიკვდილს!ჯოჯოხეთის ბჭეც გაიღო და ეშმამ მოწყალება გაიღო დადასცინე სიკვდილს!ნიცშე ხომ გენიალურია და ნიცშე უფრო გენიალურია დადასცინე სიკვდილს!საკუთარ სხეულზე ამხედრდი და მოუსავლეთში წახვედი დაშეხედე, გმირებიც წახვეტილან დადასცინე სიკვდილს!“ჯვარს ეცვი,თუ გინდა,საშველიარ არის,არ არის, არ არის” დადასცინე სიკვდილს!ორს პლუს ორი ყოველთვის ოთხია დაათს მინუს ექვსიც ოთხია დასამს პლუს ერთიც ოთხია დადასცინე სიკვდილს!ადამიანი ძაღლის მეგობარია დადასცინე სიკვდილს!პრეზიდენტი ადამიანის მეგობარია დადასცინე სიკვდილს!
გავფრინდეთ, ჩვენს სხეულს გავასწროთ დაჩვენს შიშველ სხეულებს გავასწროთ დააწი, აღარ მოვკვდეთ არასდროს დამოდი,აღარ მოვკვდეთ არასდროს დადავცინოთ სიკვდილს!!!