↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტყუპი იაგუნდები

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19194 ნახვა

—
გაზაფხული მახარანიაღვარის ყვირილმა!გულს ია დამახალა,დასტა-დასტა გვირილა!
შავ ღრუბლებმა გაჰყარესტყუპად იაგუნდები,ჩემს ლამაზს და საყვარელსისევ მოგაგონდები!
მე შენ მინდა გახაროჩვენი ახალგაზრდობა,ჩემო ქორის ბახალო,დღეს რაც გალამაზდება!
დავძრათ ბედაურები,გავჰყვეთ მზის ნაკვალევსა,ქარებს გავჰყვეთ, ნიაღვრებს.ცისარტყელის მკლავებსა!
ყველაფერი ჩავთვალოთსიყვარულში ნარგებად, -ვაშლის თეთრი ყვავილითქვეყნის მოპერანგება;
ოქროში გადამდნარიგაზაფხულის დილებიდა ფრთებით პეპელისაგზები ნააჩრდილევი;
მთებზე მთვარის ნამქერიზედ ზოლები მკრთალებიდა შენი მშვენიერო,დასათხრელი თვალები!
მე ეს მინდა გახარო,ჩემო თეთრო ნარჩიტა,ყველაფერი ჩახჩახებსსიყვარულის ხარჯითა!
დაე ფერფლმა ნუშისაჩვენი მხრები მოთოვლოს;გაზაფხულო,აპრილო,დაწვიმულო ფოთოლო!..
1934
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი