პოეზია · ლირიკა
პატრიოტი უცხოეთში
ერთი ნაცნობი მყავდა იდიოტი,ცხოვრების წესით პატრიოტი.თავისი ქვეყნის რუკას იშლიდა ლოგინივით,ზედ იძინებდა,თავს სამშობლოში ვგრძნობ მთელი ღამე,ასე ამბობდადილით ამდგარილოგინივით აალაგებდა ხოლმე სამშობლოს,ისე როგორც გლეხი აკეცს მოწეულ ყანას,საველე ჩანთაში ჩადებდა დამერე მთელი დღე თან ატარებდამშობელ ქვეყანას.