პოეზია · ლირიკა
ბილიკი
ბილიკი მახსოვს, მქრალი ბილიკიარც სოფლელები იყვნენ იმდენნი,თანაც არც იმდენს მიმოდიოდნენ,რომ დაემჩნიათ სამარადისოდ;არც ბალახები იჩენდნენ ხოლმეგულმოდგინებას, რომ ერთხელ მაგრადგადაეკერათ ბილიკის გამოჩამორღვეული მწვანე მინდორი.
ბილიკი მახსოვს მქრალი ბილიკიაკავშირებდა სოფელს დაბასთან,საიდანაც ქალაქისაკენავტობუსი გადიოდა დღეში ერთხელ,რვის ნახევარზე.