პოეზია · ლირიკა
პირველად იყო სიტყვა
კაცი როცა არაფერს ამბობს,თითქოს არც არის,არც არსებობს მდუმარე კაცი.
სიტყვას იტყვის დასიტყვაა იგი.ფრაზას იტყვის დაის ფრაზაა მთქმელი ფრაზისა.
კაცი სანამ სდუმს,იმ მუხასა ჰგავსსქელ ბურუსში რომ არის და არ ჩანს.შეიძლება უნებლიედ ზედ მიენარცხო,სივრცის სიწრფელეს დანდობილი, გზად მიმავალი.
დიდი დუმილი უჩინმაჩინის ქუდივითა,გრძეულთა წამოსასხამივითაა,შეიმოსები და აღარახარ,
ხმა ამოიღე,მეშინია მარტოობის.