↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უცნობ ქალს კაბარეში

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19193 ნახვა

—
ცამეტ ქვასავით აინთება მწვანე კაბარე,დაჭრილ სკვითივით როიალი მოგესალმება;შენი თვალები გაიშლება ღამის პეპლებად.ნეტამც გამხადა აშფაშაგის მეისრაბარი.
ვნატრობ, ყაბახებს გამარჯვება მერგოს პირველიდა შემაჩერდეს შენი სახე მღვრია ქარვისა,ამაყ მზერაში ჩაიწვოდა ჩემი მაისი,შენი თვალების ფერადიდან გამომჭვირვალი!
არ იქნებოდით, ქალბატონო, ჩემი მსაჯული,ყვითელ სარკეში გამოხედვა ესერაბამი,მეჩვენებოდა ჯირითის დროს, ვით სერაბიმი -ყარყუმის ქუდში ვარდისფერი მანასაჯურით.
და საზანდარშიც ითოვლებდა ნისლი მთიური, -დაჭექდებოდა შავ თვალებში ეგ სიამაყე;როგორც კაფეში მაიმედებს მე თერიაყი,შენი შემოსვლა და გიჟური უვერტიურა!
1919
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი