↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იანვრის ბოლო დღე

ალხაზიშვილი გივი

2026-07-181 წთ საკითხავი10688 ნახვა

—
ხანდახან მისი სიყვარულით ისე ივსები,ისე, ისე, რომ სული გელევა,თუმცა ნათელი ზოგჯერ გაბრმავებს,და ვეღარ იგებ –სინათლეა თუ სიბნელეა?!
მზერას იქითკენ გადაანაცვლებ,სადაც შეგრძნება სიღრმეს ჩაწვდებადა ახელ სიტყვებს,ხუჭავ და ახელდაბადების და სიკვდილის ზღვართან...
ის, რაც შენია უფალი მოგცემს,ხოლო თავისას წაიღებს შენგან,და მარტოსული შეხვდები ზამთარს.
შურის თვალია ყინულის ბროლი;დაიწყო შენთვის საფლავის გაჭრა _წარმოსახვაში და ცბიერ გულში,რადგანაც სხვაგან ის აღარაა....ის დასცემს წერაქვს,დამზრალ მიწას წამოსტკივდებაუცნობის ძვლებიდა კნინი ყოფა _ აღრენილი და ფარღალალა.
რა უნებლიეთ დაგიდნა გული,გექცა სიტყვები შუქის ჩქერებად,როგორ გინდოდა იმ წუთში შესვლა,ჩუმად შეღწევა და შეჩერება...ყური მიუგდე, წარმავალ დღეებს,ზოგჯერ ტყუილიც დაეჯერება.
31. 1. 2012
ალხაზიშვილი გივი

ალხაზიშვილი გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი