პოეზია · ლირიკა
თავს ვკარგავ შენთვის
* "როცა შენთვისაც ღამეები იწყება დილით...…"პაულ ცელანი ("სასიყვარულო სიმღერა")
თავს ვკარგავ შენთვის...
სიჩუმეს კაწრავს მესკიას კვნესადა შენს სიზმრებში იბუდებენ მოლაღურები,თავს ვკარგავ შენთვის,ვპოულობ შენთან,სულს ვითქვამ შენი მონახულებით.
რა მესმის, გარდა გულისცემისა,გავირინდები ხმას ვეღარ გაგცემ,მალე ამ ბაღებს დაიპყრობს ბინდიდა ჩვენ სიჩუმეს დუმილად აქცევს.
ეს ფრინველები მსტუმრობენ ხშირად,მეგობრები კი ვეღარ იცლიან,მე ხომ ვინც მიყვარს,გულში მყავს ყველადა მათ გარეშე არ შემიძლია...