↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვინ იცის მტკვარო

ალხაზიშვილი გივი

2026-07-181 წთ საკითხავი10690 ნახვა

—
რას იტყვის მტკვარი?! უთქმელობას წაიდუდუნებს,ტალღის დგაფუნი ვერ ასცდება ჯებირს ბეტონის,ვერ შეადარებს ჭავლის ბრწყინვას ძველ სათუთუნეს _ვერცხლისფერ კოლოფს, ეგ თვალები უიმედონი.გაქრა განწყობა ძველებური, საელეგიოდა ჰერაკლიტეს მდინარეში სჩრია ხელები,ეიმედება მეთევზეთა მეჩხერ ლეგიონსმრავალ ანკესზე წამოცმული ჭიაყელები.ჯებირზე სუფრა უმწირესი, სახელდახელო,ჩაანაცვლებენ ქაფქაფა ლუდს სითხით მწარეთი,თვალის მოხუჭვა, გარინდება, მერე ახელადა ზედაპირზე ფეკალური ყოფის პწკარედი.ვინ იცის, მტკვარო, ეგ ტალღები რას ირეკლავენ?!ჭადრებს და ხიდებს, რესტორნების მაძღარ კონტურებსდა ცასთან ერთად შენს ტალღებზე ხატავს რეკლამებსიგი, დღედაღამ შენს დინებას ვინც აკონტროლებს.გახსოვდა, მაგრამ დაგავიწყდა თვითონ მეფენიც,რომ აღიძვროდნენ მიწისთვის და იქცნენ მიწადა,მე შენს ტალღებზე მსურდა გული გადამეფინა,მაგრამ მიდიან და არც ერთმა არ დამიცადა.ახალი ხმების და მიმქრალი ხმების სინთეზიდა ცვალებადი უცვლელობის ტყუილ-მართალი,შეუბღალავი და გაცვლილი ვერცხლზე სინდისი,შენი დინება მშობლიური და უმართავი...რასაც იჭერდნენ მეთევზენი _ ისევ იჭერენ,ზოგიერთები ერთობიან სხვათა დაჭერით,სისხლი სიტყვიდან მომდინარი ვერ შევიჩერედა წავიფარე ჭრილობაზე ზეცის ნაჭერი.მხოლოდ თვალებით ნაღვლიანით, ხმით კი არ კვნესენ;დუდუნებს მტკვარი, უთქმელობის ამბავს რომ ჰყვება,დროის მორევში გადაშვებულს ვგავართ ანკესებსდა წუთს მომავალს, ვინ გაიგებს, რა ამოჰყვება.
ალხაზიშვილი გივი

ალხაზიშვილი გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი