↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უკუღმა სონეტი შაჰ-აბასს

ნონეშვილი იოსებ

2010-08-121 წთ საკითხავი4011 ნახვა

—
აავსე ჯამი, მალე ქვეყნად აღარ იქნებააღარც ეგ ღვინო, აღარც მსმელი, ჰეი, მერიქიფევ...შაჰ-აბასი
შენ ბოროტებას სტრიქონები როგორ გადაშლის...წინაპართ ღვარძლი ჩემს ძარღვებში ისევ მოღელავს.სწვავდი ქვეყანას, გამოგქონდა დიბა-ატლასიჰარამხანებში ხათუნების შესამკობელად.გრძნობდი, შაჰობაც განგებისგან რომ ვერ გიხსნიდა.მაშ, რატომ გედგა ღვინის ჯამთან ჯამი სისხლისა?!როცა დაეცი მეფე მგოსანს მახვილთა ელვით,რად არ იგრძენი პოეზიის წმინდა ნათელი...რად არ იგრძენი... ხალხის სისხლით ისე დათვერი,თვით ფერეიდანს დააფრქვიე ქართველთა ცრემლი.მილიონების ბედ-იღბალს რომ ხმლით იმონებდი,ბნელ სამარეში საგანძურად რა ჩაგყოლია?!სისხლიან პოეტს უკუღმართი გული გქონია,მიტომ უკუღმა დაგიწერე მეც ეს სონეტი!
ნონეშვილი იოსებ

ნონეშვილი იოსებ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი