პოეზია · ლირიკა
რთველი არის თუ შენი ქორწილი?!
ვაზო, ლამაზო, ფესვო ნაკურთხო,ვაზო, ქართველი კაცის დიდებავ,ფერით ზურმუხტო, ბარაქით უხვო,შენით სამშობლო ხარობს, ირთვება,ნაზო ქალწულო, დალალდაწნულო,ვაზო, შენს გამო არ ვართ მოცლილი...შემოდგომაზე, გვითხარ, ასულორთველი არის თუ შენი ქორწილი?!ოჯახს დოვლათად დაებედები,ყველა დაგხარის, თავზე გევლება.ნერგო კეთილო ქართულ ედემის,გუნდი ვარსკვლავთა გშვენის მტევნებად.ვაზო, მცხეთაში ჯვარად შეკრულო,ლერწო, ქალწულის თმებით გამთბარო,შენით ჩუქურთმა არის შემკულიწრომს თუ გუდარეხს, გარეჯს,სამთავროს...ვაზო, ვართ შენით წელგამართული,ლხინში ამაყად თასი გვიპყრია,ვით არ დალოცონ ვაზი ქართულიიქ, სადაც ღვინის ქებას იტყვიან.მინდორზე, სერზე თუ მთის კალთაზე _ყველგან სიცოცხლის შუქად შრიალებ,წყაროვ დოვლათის, ლხინის სათავევ,მზით ავსებ გულებს, როგორც ფიალებს,ნაზო, ქალწულო, დალალდაწნულოვაზო, შენს გამო არ ვართ მოცლილი...შემოდგომაზე, გვითხარ, ასულორთველი არის თუ შენი ქორწილი?!