პოეზია · ლირიკა
მასწავლებელი
მასწავლებელი – მშობლის ალერსითამოქარგული ტკბილი ანბანი,მასწავლებელი – ნორჩის თვალებშიჩაშუქებული ცოდნის ლამპარი.
მასწავლებელი – ჩვენს სიყვარულშიგანათებული, როგორც ოცნება,მასწავლებელი – სინდის-ნამუსი,მხოლოდ ხალასი პატიოსნება.
მასწავლებელი – დედის გულივითმუდამ კეთილი, მუდამ ნეტარი.მასწავლებელი – ბავშვის სურვილი:მასწავლებელი გავხდე ნეტავი.
მასწავლებელი – გულისხმიერი,ვთვლიდით აღმზრდელად, ვთვლიდით მეგობრად.მასწავლებელი – მასზე ძლიერი,მასზე სწავლული არვინ გვეგონა.
მასწავლებელი – ამ ქვეყანაზესიტყვით ქებული, საქმით ქებული.მასწავლებელი – დედაენაზე,მშობელ ენაზე შეყვარებული.
მასწავლებელი – სიტყვა ფრთიანი,მუდამ მამულზე ფიქრით გართული,მასწავლებელი – მართლაც ტრფიალი,რაც კი კარგია, რაც კი ქართული.
მასწავლებელი – ღამე უძილო,ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი.მასწავლებელი – ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი.
მასწავლებელი – რამ დაგვავიწყოს,ჩვენთვის ზრუნავდა, ჩვენთვის შრომობდა.ქვეყნად არც ერთი ბრძენი არ იყო,მასწავლებელი არა ჰყოლოდა.
ბევრი სარდალი, ითქვას მართალი,იბრძოდა მტკიცედ და გულგოროზად,მაგრამ სად იყო ქვეყნად სარდალი,მასწავლებელი არა ჰყოლოდა.
ზოგმა სიცოცხლის შუქი მოგვფინა,კეთილი ვეღარ სძლია ბოროტმა,ქვეყნად ბელადიც არა ყოფილა,მასწავლებელი არა ჰყოლოდა.
მასწავლებელი – გულს ჩახატული,დიდი ფიქრები, დიდი სურვილი.მასწავლებელი – მზე, გაზაფხული,მთები, ყანები, ოქროცურვილი.
მასწავლებელი – ცოდნის ნათელითუსწავლელობის დამმარცხებელი…აი, რას ნიშნავს მასწავლებელი,აი, რად გვიყვარს მასწავლებელი.
მასწავლებელი – ღამე უძილო,ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი.მასწავლებელი – ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი.