პოეზია · ლირიკა
* * * სად არ ვიყავ, სად არა
სად არ ვიყავ, სად არა,ცხრა მთა გადამატარაეტლმა წუთისოფლისამ...მაგრამ, კარგო, იცი რა?გულმა ვერ მოიცილანატვრა შენთან ყოფნისა.
უცხო ცაზე მნათობნიკიაფობენ ათობით,მზესაც ოქროს ფერი სძევს...მაგრამ სულ სხვა რამ არისსხივებნათამამარი,საქართველოს ცხელი მზე.
ვნახე მტერთა ციხენიც,ჩვენი დარტყმით ფიცხელითმათი ბჭე შეზრიალდა.მაგრამ სულ სხვა რამ არისციხე-კოშკი თამარის,მთაზე მდგარი ზვიადად.
და ლამაზი ქალებიც,ვნებით ფერმიმქრალები,თითქოს ვარკვლავებია...მაგრამ ტრფობა ამათი,ავხორცი და კვიმატი,გულს არ გაჰკარებია.
სად არ ვიყავ, სად არა,შენი ლანდი პატარამუდამ გვერდით დამდევდა.ჩემს სიხარულს იყოფდადა თუ სევდა მიხმობდა,ისიც დაიდარდებდა.
მოველ, შენთან მოველი,განა რამეს მოველი,სიყვარულის ზღაპარო?!მინდა თვალებმზიანი,გულის თანაზიარი,ბედის ვარსკვლავს გადარო.
სად არ ვიყავ, სად არა,ცხრა მთა გადამატარაეტლმა წუთისოფლისამ.მაგრამ, კარგო, იცი რა?გულმა ვერ მოიცილანატვრა შენთან ყოფნისა.