↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საბა

მაჭავარიანი მუხრან

2016-06-122 წთ საკითხავი7019 ნახვა

—
ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთანალოდინეს და... მეთხუთმეტე კაცად შევიდა.ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება.ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე.ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა, _მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება.ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა:_ოჰ... ოჰ... ოჰ... ოჰო! _ თქვა და თითქოს კიდეც ინანა.მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა(საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას);რაც შეიტანა, _ ისევე ის გამოიტანაიმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ._ წვიმა არ არი! _საბას კაბა დაუსველა რამ?!_ თოვლი არ არი! _საბას თავი გაუთეთრა რამ?!_ ყინვა არ არი! _სულხან-საბას აკანკალებს რა?_ რამ დაასველა?!_ რამ დაათეთრა?!_ რა აკანკალებს?!საქართველოამისთვის:წვიმაც,თოვლიც და ყინვაც!......მზე ეთხოვება ალბათ ახლა ტურფა ტანძიას...ეს სიცხადეა სულხან-საბავ თუ ფანტაზია?!დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს, _ალვის ჩეროში სტირის დედა შვილს მოტაცებულს, _სტამბოლში შვილი დედას სტირის, _ ჰყიდიან ყმაწვილს(სჭვრეტენ ჯვარის წინ წმინდა ნინოს, _ მუხლზე დაცემულს)._ რამდენს აფასებ მაგ პატარას? _ ჰკითხა სპარსულადსაბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს._ უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა! _წარმოსთქვა ბალღმა, _ ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს._ არა პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი, გესმის?!_ უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან, ძია?...საბას ცრემლები მოეძალა, _ ატირდა კაცი, _თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია.ვით ეს ყმაწვილი, _ საქართველოც, _ ასე მცირეა,საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს, ასე ჰყიდიან...საფრანგეთს ვთხოვოთ: გვიშველისო, _ სასაცილოა! _შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია.ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი.მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევსდა..._ მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო ყიალი?! _გულს ნუ გაიტეხ! _ მუხა კვლავაც შეიმოსება!
მაჭავარიანი მუხრან

მაჭავარიანი მუხრან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი