პოეზია · ლირიკა
საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე
საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმემამულზე ფიქრი,ხანდახანგულშიღიმილითვიტყვი: -
რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა,მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს! -რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!ანდა რომელი მსაჯული მისი!
პასუხად მყისვე,ვითარცა სეტყვა,ვინც კი რაც კი არსებობს ირგვლივ, -იხუვლებს ხოლმე,იხუვლებს ერთხმად -ღალატიაომაგგვარიფიქრი!