↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გალაკტიონი

ნონეშვილი იოსებ

2013-05-122 წთ საკითხავი4020 ნახვა

—
როგორც კვარცხლბეკზე,საქართველოს მთებზე შემდგარი,თითქოს მომავალს გაჰყურებდი გულდაჯერებით.იყავ ამბოხი,ბობოქარი, დაუდეგარიდა დაედევნე ტატოს მერანს ლურჯა ცხენებით.მთაწმინდა სევდისბილიკებით შემოგივლია,ამ ბილიკებით უკვდავების გზებზე გახველი.ჩვენს შორის მარტო,ვით აკაკის, ვაჟას, ილიას,შენ ერთს გიცნობდა საქართველო მხოლოდ სახელით.დიახ, მღეროდი დიდი გულით,დიდი ოცნებით.სხვა რა გინდოდა, ლექსი იყო შენი დიდება.შენ ერთი იყავ,შენ შეგეძლო ამდენ მგოსნებშისიკვდილთან ასე შეხუმრებაც და შეჭიდებაც.შენი სიმაღლეშურთ ჩინარებს, ლაღად აწვდილებს,შენი ლექსები სურთ შორეულ ჩანგებს სიმებად.შენი გვირგვინირამდენ მგოსანს გავუნაწილეთ…რა ვუყოთ, მართლაც დიდი არის, მართლაც მძიმეა.ზოგ-ზოგ კრიტიკოსსდღეს თავისი ჰყავს ფალავანიდა მწერალს გვერდით კრიტიკოსი უდგას ფალავნად.შენ არ გინდოდაჩლუნგ კალამთა ეს გალავანი,შენ შენი სიტყვის ვაჟკაცური ძალა გფარავდა.მხრებზე გეყარავარსკვლავების უცხო კრებული,გედგა სამშობლოს ათინათი მარად კეთილი.ქართულ ედემში,ბიბლიურად ჩაფიქრებული,წვერმოშვებული დადიოდი მამაღმერთივით.სევდას, სიხარულსვკითხულობდი მე შენს თვალებში…და გეტყვი მართალს: მე შენს ლექსებს შეფარებული,ჭაბუკობის ჟამს,სიყვარულით უანკარესით,იმ შენს მერიზე მეც ვიყავი შეყვარებული.ჩუქურთმისმჭრელო, ოქროპირო,კაცო ალალო,გულის ფესვიდან ამომსკდარო სიტყვავ ნათელო,არ ჩაუვლია შენს სიმღერას,შენს ლექსს ამაოდ,ახლა შენს სახელს უკვდავ ნათელს ჰფენს საქართველო.
1960
ნონეშვილი იოსებ

ნონეშვილი იოსებ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი