↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სასწორი

ქელეხიძე ნანა

2013-06-122 წთ საკითხავი2773 ნახვა

—
დაჭრილ მხეცივით მაწყდება მხართანდა დროდადრო დაგვალულ ენითმონატრების გლუვ ქვა-მარილებს მილოკავს ქარი...წყალი...სულ ერთი ყლუპი წყალი ჩამოიწვიმოს,თორემ ყელი კი არა,უკვე გამიშრა სისხლიც,ერთი წვეთიც კი აღარ შერჩა გაფიტულ ხელებს.ექსპონატივით მუზეუმის ამ ყრუ კუთხეშივდგავარ.მომსვლელს და წამსვლელს ვითვლი ცარიელ მზერით...მტვერმა შემჭამოს,დამლახვროს ღმერთმა,გამიხმეს გზები...კეთროვანივით მაინც შავი მკიდია აბრა:ნ უ შ ე მ ე ხ ე ბ ი თ!
ნუ შემეხები. ცივ პინაზე ვგდივარ ქვასავით.ამიწონე და ულუფებად გამანაწილე,ოღონდ ისე, რომ არ შემეხო, არ მომეკარო...არ მომეფანჯრო... არ მეკედლო... მეჰაერო არ...შემომილეწე, ამირიე ბინდზე ჟამ-კარი,სანამ ამინდი შუბლს შეიკრავს ისევ საწვიმრად,გადამაშენე... ამომძირკვე... გადამიკარგე...სადაც წვრილია იქ გამწყვიტე, იქ ჩამიშალე,სიცხიან შუბლზე დამაფინე სველი ნაჭერიდა სანამ ვწევარ უმწეო და ასე შიშველი,მზრუნველ თითებით ამზომე და თარგად აჭერიჩემი სხეული, სული ჩემი, ჩემი ბოდვები,ხილვები ჩემი, ამოსული ყელში სიცოცხლე,დამანაკუწე, ჩალასავით ცეცხლად მომედე,მე რა ხანია უკვე მივხვდი... შენც ხომ იცოდი,რომ გადარჩენა გახდა უკვე მაგ ჩალის ფასიდა რომ სიკვდილი ჩემთვის იყო ხერხი ნაცადი,გარშემო ყველა პროფილი და ანფასი ყველა,რომ ყველა უცხო ნიღაბი და სახელ-ნაცვალი,ჩაეტეოდა სიტყვა "ჩვენ" და სიტყვაში - "მარტო",ასეც ვაგდივარ-გლუვ სიპივით ქვა საპირწონედახრილ პინაზე.მთის ბროლით და ყვითელ ამარტით,შენ მუჭა მიწად დამეყარე-გადამიწონემხეცივით გულთან აბორგილი ეს მონატრება,მლაშე ენით რომ მოთმინებას დროდადრო ლოკავსდა ირგვლივ ისევ დუმილია სამუზეუმო.გაყინულ აბრას-არ შემეხოთ-დანესტილ თოკზე,თმის სარჭით ფრთხილად ვამაგრებ დაჯიუტად ვალხობ...
გამიღე კარი.მოზომილად მზეს ვეღარ ვსუნთქავდა ხელუკუღმა მომაყარე სიტყვები ბოლო,ღიმილით გარეთ გამიშვი და გზაც დამილოცე-სიკვდილამდეც მქონია გზები,მარტივი...რთული...ახალიც...ძველიც...და მარილიან ქარს თუღა მოვყვე,თუ კვლავ დავბრუნდე-ღმერთმა დამლახვროს...

ქელეხიძე ნანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი