პოეზია · ლირიკა
ჩარგალში
გიორგი ლეონიძე 1899–1966
თითქოს ხატის კარს მოვსულვარშენს სახლში ლექსის ტაიჭით,მღელვარი გულის დუღილისად ამოხეთქავს, რა იცი...ეს მთა შენა ხარ, ჩანჩქერიც;ღვარად ქანჩახზე იბნევი,აქ ხორხორობენ შენის ხმითმოხუცებული იფნები.აქ შენ მიგჭედეს სალ კლდეზე,აქ გველი შენს წყლულს ნერწყვიდა,ცრემლის სასყიდელს გიხდიდნენარაგვის წყალის ვერცხლითა.მთის ღვიძლზე ნადებ შენს კერასვერსით შევუღე კარები,ამირანის სახლს ვამსგავსე,მემკვიდრე ― მიუკარები.ლუდის ქვაბს ქაფი გადასდის,თასს ატრიალებ პურადი,ჭრელი ტყავები ვეფხვისაძირს ყრია, როგორც კურატის.ლექსის ლაშარო, მედროშევ,მხედარო, სიტყვის მთავარო,ალბათ მეც შეგეხსენები.შენს ნამუხლარზე დავალო!ირემი წოვნად მოვსულვარ,მკვებე მთის წვენით, პოეტო,რომ ჩემი ფიქრის ნადუღიჩვენ მიწას ნამად მოედოს ―ყვავილთა გამოსაზრდელად,ფესვების შესაწოვარად...ვეაჯე შენსა ნათელსა,როგორც მშიერი მთხოვარა.მწვერვალნი საარწივონიარწივთა მოსარეწია;ჩვენ კი, შენს უბეს გაზრდილნი,ვწივით, ვით ჩიტი მზეწვია.ვერ შევაყარეთ ლექსს ცეცხლი,თითებზე გვრჩება მელანი,სახელისათვის ვჩალიჩობთ,დიდებისათვის ყველანი!ვერც მე გავტყორცნე ეგ თასილექსთ-მოედანზე წკრიალით;ვერც შენი ჩანგის ნაცეცხლიგულს ვიცხე ნაპერწკლიანი.შენი ოცნება მაღალი,აყრილი მთების ძღვენია...დღეს შემოგხედეთ პირისპირ,დღეიდან აღარ გვრცხვენია ―იმ ჩვენი ძველი სირცხვილის,შენი აჩრდილის წინაშე;იმ შენს წინ დაფენილ ეკლის,რომლის ლოგინზეც გძინავს შენ...ჰხედავ ― ნიაღვრის ღელვათა,გესმის? სიცოცხლის ხმებია!გაჰხედე, ― მთებში ელვათაშეჯვარებული ხმლებია!ამ გრიალს როგორ შევმართოჩემი საწყალი გალობით,მაგრამ არ მინდა მეჩვენოწარბ-შერჭმით, სახე-მწყრალობით.მე შენი მადლით ვიმღერებწინაპართ სანაკვერცხლიდან;ქართლის მზემ შუქი დამწერა,არ გავყიდულვარ ვერცხლითა;პატარა ნაპერწკალი ვარსამშობლოს დიდი ცეცხლისა...