↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჰე, მამულო!

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2009-05-131 წთ საკითხავი96950 ნახვა

—
ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისამარადყველა ჩვენთაგანის ვალია.სანამ გმირმა შენთვის სული დალია,სთქვა: სამშობლო, უპირველეს ყოვლისა!
არმოშიშარს ქარისა და თოვლისა,ყოველ ჩვენგანს ურყევ მოზნად ექნებამხოლოდ შენთვის თავდადების შეგნება:მამულს გული, უპირველეს ყოვლისა!
მზეჩაჰქრება ყველა სისხლისმწოვლისა,მზე ამოვა ყველა დაჩაგრულისა,წამლად იქნას ყოველ დაჭრილ გულისა:გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა!
დე, ბრწყინავდეს დროშად თვითეულისასაქართველოს მკერდი ორდენოსანი,მისი მიწა, მისი მზე სხივოსანი,ის გვიყვარდეს, უპირველეს ყოვლისა!
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი