↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჰანრი ბარბიუსი კონგრესზე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95265 ნახვა

—
ბრწყინავს დარბაზი,სინათლე ნაზი,როგორც ნანატრირამ ფეერია, -იატაკიდანჭერს შეერიადა ელვარებისმისცა სიახლე.
როგორც სიზმარირამე ნანატრიგადაეხვევაათასფერ მინას,ასე დიადისასახლე ბრწყინავს,შეთანხმებისაბრწყინავს სასახლე.
რა მორიდებადა დიდი ხათრი,რა სიყვარულიხალხის სწერიაგამოძახილში:მშვენიერიაბარბიუსის სიტყვა,მისი - მეტადრე.
ამ გამოძახილსიმ მომენტს ვადრი,როდესაც ცეცხლიადუღებს რკინას;დიდ იდეებითთეატრი ბრწყინავს,გამარჯვებულიბრწყინავს თეატრი.
პრეზიდიუმშიჩემს გვერდით წყნარიდა მოღიმარიზის ბარბიუსი;
მას აქვს ღიმილიდაუვიწყარი -თვალებშიც ნაზი,ლურჯი ბურუსი.
პარიზთან მჭიდროდგადაზრდილიაბარიკადებიწითლად ნაბანი,ეს პერ-ლაშეზი,ეს ბასტილია,ზარბაზნების ხმადა ბარაბანი.
გარეთ კი მტერიდადის იოლად,სადაც პალმებისმწვანე ქაფია,მას უნდა არაკარმანიოლა,არამედ დუჩესბიოგრაფია.
სახალხო ფრონტს დაინტერნაციონალსსურს ხალხში მკვიდრადგაიდგას ფესვი,მის ბრწყინვალე დამზიურ მომავალსეხმაურებაჩვენი კონგრესი.
ამაოდ კი მტერსსურს დაარბიოს,ის სიცოცხლესთანთამაშს ვერ იგებს -არა ერთს და ორსჰანრი ბარბიუსსდაუკავშირებსმებრძოლთა რიგებს.
ამაოდ სიკვდილსსურს დასცეს გმირიდა ამოგლიჯოსსაგულეს გული,თვით დაეცემაგულგანაგმირი,სიცოცხლის ცეცხლითშემობუგული.
ახალი გზისთვისჩვენ მიგვიგნია -მსოფლიო ცეცხლით,მსოფლიო ცეცხლითწიგნით სტალინზე!ეს ის წიგნია,სად დინამიტიელავს ნაკვერცხლით.
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი