↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საშუაღამო

ქელეხიძე ნანა

2013-06-122 წთ საკითხავი2776 ნახვა

—
(ავტოპორტრეტი)
დაიწვას შენი ქალობა, ქალო,შენი სადილი დაიწვას-ლოდინის ქვაბში რომ ამტვრევ ნედლ ღამეებს ლობიოსავითდა ცეცხლს კი არასოდეს უნთებ...შენი იმედი დაიწვას, შე ღმერთგამწყრალო,რომ ამოეგლიჯე ფესვებით და გაფრინდი ცხრა გაზაფხულს გაღმა,სახლი დაინგრიე,ტოტები დაიმტვრიე და დაბრუნდი...ახლა ლიმონისფერ მიკროდოზებითშენივ სხეულში ახალ სიცოცხლეებს რომ კლავ ყოველდღე დათავადაც რომ მათთან ერთად კვდები...იმ ორიოდ ყლორტს მაინც გაუფრთხილდი, შე დღეჩასაქრობო,რომ ამოგყრია ტანზე,-სულ რომ არ დამთავრდე...შენი თვალები დაიწვა,შენი ხილვები, ქალო,რომ აგრიეს დღესა და ღამის,ცხადსა და სიზმრებს შორისდა ახლა,ჰაერის ზოლზე ტორტმანით დგახარდა სიოც კი არ იძვრის,რომ ან იქით წაგიღოს,ან აქეთ...ეგ სიყვარული დაგეწვას, ქალო,შე ალერსგასაშრობო,შე ბედგამწყრალო...შე...შე...ჩაგეწვას და ჩაგინახშირდეს,რომ მერე ამოჩიჩქნო ფრჩხილებით ცოტა,კედლებზე ზამთრის მკვდარი პეპლები ხატო დატკბილი სული უბერო იმ არსაცოცხლებლებს,ცალი ფრთა რომ ყოველთვის მაინც შავი ექნებათ.ვერ ხვდები?!.ორმა უნდა უბეროს, ქალო,ორმა...წადი,სარკეში ჩაიხედე, შე მზერადამწვარო და დაითვალე,მაინც რომ მხოლოდ ერთი ხარ დაყოველთვის მხოლოდ ერთი რომ იყავ.მერე გადი დაეგ თითები წვიმას შეუშვირე,იქნებ დაგიამოს,მოგიშუშოს იქნებ,მერე რა რომ შენი წვიმა არასოდეს მოდის...მეტად ნუღარ გაიშიშვლებ სულს,განა არ იცი, რომ ცხოვრება მრგვალია დასითბოს მაინც სიცივე შეცვლის...ადექ,ისევ სიჩუმე ჩაიცვი,ისევ დუმილი წაიკარ შუბლზე დასადილს შეუდექ-ნედლი ღამეების მტვრევას უძირო ქვაბში,სანამ ქარი დაბერავდეს და წაგიღებდეს,სანამ შენი გული სულ დამწვარა, ქალო...
დაიწვა შენი ქალობა, ქალო,შენი გაჩენა დაიწვა...

ქელეხიძე ნანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი