↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვერახდენილი სიზმრებიდან

ქელეხიძე ნანა

2013-06-121 წთ საკითხავი2780 ნახვა

—
ჩემო სიშორევ,ჩემო სულო, ჩემო სინათლევ,თეთრი ფიფქებით გადაპენტილ ნატვრის ხეებზეახლა ეჭვები-გაყინული ზამთრის ფიქრები,შიშის კუთხეში დამალული მახეებია,რომ შემატოვე მაგ თითების ანაბეჭდებად,რომ შემატოვე მაგ ტუჩების ანაბეჭდებად,რომ შემატოვე შენი სუნთქვის ანაბეჭდებადდა წყალს მოყოლილ სიზმარივით სადღაც წახვედი...ჩემო, არც ჩემო,მაინც სითბოვ, სულის სახადო,მოდი, სხეულზე ეს სიკერპე ფრთხილად გამხადე,მოდი, თვალებით გამახსენე ყველა ლოცვა დამე კვლავ სურვილებს გადავმალავ, სანამ ნახავდე,სანამ ჩურჩულით მოგიყვები, როგორ შემომრჩისისხლში და გულის ნაცვლად როგორ მიდი-მოდიანღრუბლები ახლა მკერდში მძიმედ და როგორ მახრჩობსშენთან ვერყოფნის, უშენობის ეს რია-რია,რომ მიხშობს სმენასერთო ჩემო,ჩემო სიცოცხლევ,ჩემო სიფითრევ, შემოყრილო ჩუმად სახადო,შორი სიმშვიდის ჩაუქრიათ მზე ანგელოზებს,ცა ლურჯის ნაცვლად მიწისფერით არის ნახატი,რომლის ქვეშ უხმოდ ამ ცხოვრებას ვუხდი პარაკლისს,ტკივილებს ვაკმევ მარცვალ-მარცვალ მკრთალი მუჭიდანდა თუ ოდესმე, ღმერთმა ქნას დამე გადაგირჩი,და თუ ოდესმე, ღმერთმა ქნას დამომისაკლისებ,მოდი დამკერდში ჩატოვებულ უშენობაზე,მოდი დასისხლში გათეთრებულ უშენობაზე,მოდი დაყელთან, მობეზრებულ უშენობაზესიკვდილის ყულფად ცხელი სუნთქვა გადამიჭირე.

ქელეხიძე ნანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი