↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გული

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
მის სუფევას ვგრძნობ, როცა თვალთგან ცრემლები მდივა:მეგობრად მყავდა დასახული მოსისხლე მტერი!ფარულ ჯადოთი გზას რკალავდენ, როგორც ეკვდერი,დალილას ლანდი, ვიქტორია, ლედი გოდივა.
მათი ხელებით დასრესილი ოცნებას სცვივაგაზაფხულებად აფოთლების ხშირი ჩანჩქერი..დაწყვეტილ ვარდებს ძალამოკლულ თვალით დავცქერი...ო, რანაირი გულდაწყვეტით ბაღში მივდივარ!
აღმოხდა მთვარე! გაანათა უსივრცო ბაღი,მაღალ ღეროზე გაიშალა გრძელი ზამბახი,მაგრამ მის გაშლას სიხარულით არ ვეგებები:
ზამბახთა შორის ყრია თეთრი ქანდაკებები,თეთრი ძეგლები, და იმათ ქვეშ ობლად მარხიაგული, უგონო სიყვარულმა რომ შეარყია...
1919
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი