↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გამაღვიძე მამალო

ჭანტურია ტარიელ

2009-09-121 წთ საკითხავი20038 ნახვა

—
(ფონეტიკური შტუდია: ეძღვნება პ. ის _ ხსოვნას)მხოლოდ ერთი ასოთი, ერთადერთი ასოთიარის განსხვავებული აზატი და აზოტი;ფინელი და ფანელი: ხახოლი და ხახული,ისე, როგორც შიბი და შუბი წვერწამახული;კაცები და კეცები, ბურდელი და ბორდელი;სახელი და სახელო; ორდენი და ორდერი;ტარანი და ტირანი; ირანი და ურანი;მარანი და მერანი; ყორანი და ყურანი;ასკეტი და ასკეცი; პარიზი და პარეზი;იოგი და იობი; ერესი და არესი;ოი, როგორ გიყვარდა ტრაპეზუნის თუთუნი,გოგოებში არშიყი _ მხარზე ფრთების თათუნი...მხოლოდ ერთი ასოთი, ერთადერთი ასოთიარი განსხვავებული ასეთი და ას ათი...რა იცოდი, ქართული ჯიშის თეთრო მამალო,უნდა თურმე ვნებები მონდომებით მიმალო!გეშინოდა ამ დამწვარ წიფლის კუნძზე წაწოლის(როგორც ერთ დროს ხევსურთა სტუმარ მწერალს - წაწალის)...
შენ, ას ათი წიწილის უშურველო მამილო,წალდით თავის წაწყვეტას ელოდები, მამალო!კვლავ მამულად დარჩება საქართველო _ მამული,მაგრამ გამთენებელი _ მოუკვდება მამალი!დაობლდება _ შექმნილი ერთადერთი ასოთი _ოცნაირი წიწილა! _ შვილი შენი: ას ათი...
ჭანტურია ტარიელ

ჭანტურია ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი