პოეზია · ლირიკა
გმირები
(პათეტიკური)სალამი სალამს:ხერთვისს და რუსთავს;რუსთავს და არმაზს;არმაზს და ჭყონდიდს!ჩვენ ბევრჯერ ვიშვითდა ბევრჯერ მოვკვდით.და როცა მოვკვდით –ყოველთვის ვცხონდით!..სალამი სალამს:ნინოს და თამარს;თამარს და ნინოს;და ისევ – თამარს!თევდორე ხუცესს;პაატა რაინდს;ცხრა ლომგულ ძმას დაარაგველს სამასს!..ყველანი აქ ვართ!აქ არის ყველა!შეხედე: ცოტნეცმოვარდა ჩორთით!– საქართველოსთვის!საქართველოსთვის!საქართველოსთვის!ბიჭებო სწორდით!..დიდება მამულს:ხერთვისს და რუსთავს;რუსთავს და არმაზს;არმაზს და ჭყონდიდს!საქართველოსთვისჩვენ ბევრჯერ მოვკვდით,და როცა მოვკვდით –ყოველთვის ვცხონდით!..