↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * დენის მავთულივით

ხუტურიძე თინიკო

2011-08-121 წთ საკითხავი1328 ნახვა

—
დენის მავთულივითჰაერში რომ ხარგამოკიდებული,ვერც კი ამჩნევ, შენს ოთახშიგაკრულ,ძველისძველ შპალიერზედახატული პატარაქოხები რომნელ-ნელა წაიშალა დამხოლოდ ჭები დარჩადაჟანგული ჯაჭვებით.არც ის დაგინახავს -პურის ყანაში მოფუსფუსეთეთრ ფლამინგოებსროგორ შემოატყდათვარდისფერი ფეხები,წვრილი კისრებიც დაუგრძელდათმზის ყურებაში.აღარ აქცევდი ყურადღებასკომშის ხისაგანგამოთლილ სკამზე ჩამოყუნცულპატარა ბავშვებს,ფეხის თითებით რომ ხატავდნენმტვრიან მიწაზეუფრთო ჩიტებს დამოჭუტულ თვალებზე იფარებდნენჭუჭყიან ხელებს.იყავი ჩუმად -აღარ აკრავდი ცხენის ნალებსშენს საყვარელ კიბისსაფეხურებს,სახლის კუთხიდან მდინარემდერომ ჩადიოდა.მიმოიხედე,უკვე გავიდა ოცი წელი,ლამაზი თვალი მოაშორეწვიმის ფოთლებს დაჩემთან წამოდი -ხელს დაგიქნევვითომ ხუმრობით.კარგად უსმინე,როგორ წივიანდენის მავთულები სუფთაამინდში,როგორ შემოაცვდაშენს ოთახში გაკრულშპალიერსთხელი ბოლოები,პატარა ქოხებსაც ჩამოენგრათბუხრის მილები.

ხუტურიძე თინიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი