↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ევრიდიკე (მთარგმნელი: ქარდავა ფრიდონ (ქარდა ქარდუხი))

დოლითლი ჰილდ

2026-07-181 წთ საკითხავი161 ნახვა

—
რად მოიხედე,რომ ჯოჯოხეთი არ გამხდარიყო კვლავ უდაბურიჩემი გაძურწვით?
რად მოიხედე,რაღად შემავლე მზერა წამისად?
რად გამაბრუნე-ვისაც შემეძლო მესეირნა ცოცხალ სულებთანდედამიწაზე?ვისაც შემეძლო თვლემა ცოცხალ ყვავილებს შორის.
შენმა ამგვარმა ამპარტავნობამ,და ულმობლობამგამხვეწა უკან,სადაც დამპალი სირსველები იღვენთებიან,მკვდარ ნაცარებთან, დახავსებულ იფანებს შორის.
სახეზე რაღად გადამესახაშენი სახიდან მომწყდარი შუქიდა შენი მზერა?
რაღა შენიშნე ჩემს სახეზე-შუქი, შენივე სახის აჩრდილი,ცეცხლი, შენივე საკუთარი არსებობისა?

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი