↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ნინოს

ხუტურიძე თინიკო

2011-08-121 წთ საკითხავი1329 ნახვა

—
მერე რა,რომ პითაგორას თეორემაარ ვიცი,ანდა ფრანგულად ზედმიწევნითგრაფინიასავით ვერ ვლაპარაკობ,ვერც დანას ვხმარობმდიდრულ სუფრებზე.სამაგიეროდ -სუსხიან ზამთარსრომ გაუძლო, პატარა, ლამაზ წინდებსმოგიქსოვ -იისფერ თავშალსაც ფუმფულაბოლოებით.მერე ბუხართან დავსხდეთსამფეხა სკამებზე დამთელი ღამემდუმარედ გავათენოთ -თხილის ხის ჯოხითთბილ ნაცარზეერთმანეთს მივწეროთწერილები:როგორ ვაბიჯებდით ნაიარევადგილებზე,ერთმანეთს როგორ ვაბრალებდითდამსხვრეულ თეფშებსყვითელგულიანებს,როგორ ვაძრობდით წამწამებსსათითაოდ,ფრჩხილებს ვაჭრიდითსულ ძირამდე,სანამ კანიდან სისხლიჟონვასარ დაიწყებდა.სანამ ნაცარი გაცივებულაიმასაც მოგწერ,როგორ გვიწყდებოდაატმის ხემდე გაბმულითოკიდიდი წვალებითზედ მობმული უხელოთოჯინებით.ჩქარა მომწერე შენიპასუხი,სანამ სულ ბოლო ნაღვერდალიცოტასღა ბჟუტავს დანაცარსაცშერჩენია სუსტისითბო,თხილის ჯოხიცვიდრე ბოლომდეარ ჩამწვარა.ჩქარა მომწერე.მე მოვიცდითუნდაც ხვალ დილამდე,შენი პასუხი მაინტერესებს.აჰა, ეს ჯოხიც,მერე რა, რომნაცარი ცივია დაფრანგულსაც ვერასოდესვერ ვისწავლი.

ხუტურიძე თინიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი