პოეზია · ლირიკა
* * * მე ავადა ვარ
მე ავადა ვარ.უკვე სამას სამოცდახუთი დღეა დათორმეტი წუთი -ვიწრო შარაზე მონგრეულ ფეხებს მივაფრატუნებ.ხანდახან ძველ ტახტს მივაშურებ ჩვეულ სიხარბით დაფიქრის მზერა მიუყვებაოქროსფერი მზით განათებულ მაისის ბაღებს -აქერცლილ ტოტზე გაწოლილიჭიანჭველების ვიწრო ქარავანს.ხშირად ვისინჯავ სისხლის ძარღვებს,სქელი კედლები რომ გაუცვდათ მეტი დარდისგან,ფეხის თითებსაც შემოემსხვრათ თეთრი ფრჩხილები დაქარმაც ჯიბრზე თითქოს უფრო წამოუბერა...არავინ იცის,მაგრამ ავად ვარ -ორივე ფერდზე ჩამეშალა სუყველა ნეკნი,თმების ძირებიც გამაგრდნენ დაკვირტი შეიბეს.ყოველ წუთს ვხუჭავ უწამწამო,გამომშრალ თვალებს,ხელის მტევნებსაც დიდი სიფრთხილით ვახებ მდინარეს,რომ თითებიდან ამოსულმა ლიანებმა წყალი დალიონ -თითქოს ჩურჩულიც შემომესმა სადღაც შორიდან -ჩემზე ლაყბობენ გადაღლილი,ასი წლის სკამზე დასასვენებლად ჩამომსხდარისოფლის ქალები -ნაჯაფარ ხელებს, კოჟრიანებს მუხლზე ირტყამენ დაგახუნებულ შავ მანდილებს ისწორებენ ყურებთან ახლოს.მე ავადა ვარ,ჩემი სხეულის ყოველ ნაწილსრაღაცა სტკივათ -თითქოს მკლავებსაც თვალები აქვთ დაუყურებენ მზის ამოსვლას ცარცისფერი გორმახებიდან,ყოველ საღამოს ეძახიანშეშინებული წეროების პატარა გუნდებს,თოფის ხმაზე რომ აიშალნენ ჩუმი ფრთხიალით.მე ავადა ვარ...თეთრი ყვავების მესმის ყრანტალი,პატარა ბიჭის წამოსტვენა მტვრიან ბილიკზედა სევდიანი სიმღერებიშორეულ მთებში, მწვანე ბალახზე გაშლილ სუფრიდან.მე ავადა ვარ...მტკივა ისევ მარჯვენა მკერდი დაამ მკერდის ქვეშ ფრთამოტეხილი ჩიტივით მითრთისმოწაბლისფერო ბუსუსების დაბალი მოლი.მე ავადა ვარ...მთელ სხეულში ჩამექცა სისხლი და უფრო ძლიერ მონაბერმაჯიუტმა ქარმაწამომაყარა მტვერის გროვა მაღალ შუბლამდე...მე სუნთქვაც მიჭირს...არავინ იცის,მაგრამ ავად ვარ.