↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სალამი ახალგაზრდობას

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
ბედნიერების ახალი წიგნითშეაღებთ კარებს.თავდადებითაც შეაღეთ: შიგნითაზრი ელვარებს!გვაქვს საგანძური: მეცნიერება,რომლის სიმდიდრეარ დაილევა, ქვეყნიერებაარსებობს ვიდრე.ყოველი წვეთი დაღვრილი სისხლისგვითითებს ფარადწიგნთან სიფხიზლეს, ომში სიფხიზლეს,სიფხიზლეს მარად!
ვეფხვებს სალამი! ვძლიეთ სიძნელე,გზად რომ დაგვედვა.ვძლიეთ სხვა მტერიც: ვძლიეთ სიბნელედა კარჩაკეტვა.აზრს თვით ბუნება - უამურ იჭვითრომ იბურება,უანგარიშო მადლით და ნიჭითემსახურება.ხალხისთვის, როცა ის ასეთნაირშრომას ჩაერთო,მეცნიერება, როგორც ჰაერი,გახდა საერთო!
თქვენ, როგორც ახალ დროის სიალე,მომავლის სახე,იმ კარგ მომავლის იმედი, ძალადა სიამაყე -თქვენით წყვდიადის შავს სადარაჯოსძალა ეცლება.ბრძნულს, სამართლიან აზრს გაუმარჯოს,ძირს უმეცრება!
1939
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი