↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სალამი მაისს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2013-09-133 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
ვით არ ვადიდოქვეყანა ჩემი,დროშით რომ ხვდებადღეს უზენაესს.მოიწევს, როგორცღელვის დროს გემი,მსოფლიოს ხმებით:სალამი მაისს!
ცა უსავსესისიალით ბრწყინავს,მაისის ნაზიმოდის სურნელი,რაც ვარდი ყინვასგადაუყინავს -გაზაფხულიამისი მკურნალი.
გაჰქრა ზამთარიგულგამყინველიმკვლელი სითბოსი,ალერსის, ფერის...ხმოვან სიმღერასმღერის ფრინველი,იგი ბუნებისაღდგომას მღერის...
მაისთან ერთადშენც იგრძენ, გულო,ახალგაზრდობაჩემის მამულის,მისი დღეები,საგაზაფხულო -გამოღვიძებისდა ჟრიამულის.
შეიგრძენ ველთააყვავილება,შეიგრძენ ტყეთაშრიალის გრძნობა,როგორ იზრდება,როგორ იშლებაბრძოლის წყურვილიდა ნებისყოფა.
იმღერე კაცთადიდი მიზანი,დიდი კავშირიშრომის, მშვიდობის,იმღერე ვარდნიმაისისანისიყვარულისადა ერთა ძმობის.
პირველ მაისისსაბრძოლო ხმებთანცხოვრობს მსოფლიოსხმა განუყრელად,უკვდავ იდეათგამარჯვებებთანმიდის მაისიგზაგანუხრელად.
მივცეთ მხარი მხარს,მივცეთ ხელი ხელს,დედამიწაზეიმედთა მფენი -პირველ მაისისაყვავებულ დღესმოწოდების ხმაგაისმის ჩვენი:
რომ გრძნობა იგი -ბრძოლით ახალჰყო,გამარჯვების მზესმოეფერები,რომ გაიშალაფრონტი სახალხო,რომ საბრძოლველადაღსდგნენ ერები.
ერთად წავიდეთ,ძმაო და ტოლო,სოლიდარობარომ გავამეფოთ -პროლეტარებო,დრო არის, ბოლომოეღოს ხალხისამდენ წამებას!
ოქტომბრის გრიგალსრომ შეეჩვიაკაცობრიობისგზის პატრონობა -ამაოდ ხომ არშეურყევიაათასწლოვანიჩაგვრა-მონობა?
თვალუწვდენელიიმპერიებისგზა სისხლიანი,მზის ჩასვლის ჟამის,ომის შეტევა -მოგერიების,სიკვდილისა დასიბნელე-ღამის.
სივრციდან მალეგამოანათებს,დამაბრმავებელდღის ელვარება!ის თავზარს დასცემსბნელ მუხანათებს,ის გამარჯვებითგაეჩქარება.
მთელს მსოფლიოში„პროლეტარებო,ყველა ქვეყნისა,შეერთდით!“ - ისმის.ამ სიტყვას სიტყვაარ ედარება -რომ სამაისოდათბობდეს ვისმეს.
ამ სიტყვებშიამომავლის ძალი,შემარყეველიკიდით-კიდესი,მათში მარადიფეთქს იდეალი,და იდეალიუუდიდესი!
ის ხატებაასვლის დაუცხრომლისდა შეტევების!ხალხი კი ახლაოკეანეა,ტალღები, რომლისიდეალს სწევენმაღლა, სულ მაღლა!
არვის არ ძალუძს,რომ ჩვენი აზრისავანეს მისცესშავს, უსადგუროს,არვის არ ძალუძს,რომ ჩვენი ბასრისიტყვა, მძლე სიტყვაგაანადგუროს!
ფაშიზმს სისხლიანსარა აქვს ეშხი -ჩააქროს გულთაღელვა მრისხანე:არვის არ ძალუძს,საპყრობილეშირომ მოათავსოსის ოკეანე...
მძლავრო ტალღებო,სვლა გაახელეთ,ხომალდს - მტრის ხომალდსდაეჯახენით;თავისუფლებისუკვდავ სახელით,სამართლიან მზისუკვდავ სახელით,
დღეს, სამამულოომის ფიცხელ დღესმაისის ისმისხმა მოწოდების,ერთი დროშის ქვეშრათა შეერთდეს -პროლეტარებიქვეყნის ყოველის!
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი