↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იმედი ბრწყინავს,როგორც გომში ჩალის ნაკრტენი (მთარგმნელი: დავით წერედიანი)

ვერლენი პოლ

2012-08-121 წთ საკითხავი590 ნახვა

—
იმედი ბრწყინავს,როგორც გომში ჩალის ნაკრტენი.მთვრალი ფუტკარი სად დალანდე,მზე ადგას ოთახს,ჭუჭრუტანებში მოთამაშებს,წათვლიმე ცოტა,მანდ,მაგიდაზე იდაყვს თავი ჩამოაყრდენი.
საბრალო სულო,ჰა,ჭის წყალი,შესვი,დამშვიდდი.არ მოგშორდები-ისევ აქ ვარ-შენსა თანავე.შენი შუადღის ზმანებებს და ძილს ვუნანავებ,დაგეფინება ვიდრე ღიმი ჩვილი ბავშვივით.
შუადღე რეკავს.მადამ,წადით,მილულა თვალი.საოცარია,აკრეფილი ფეხისხმა ქალისრა მოგუგუნე ექოდ ჩასდევს მარტოკაცს მძინარს.
შუადღე რეკავს.ყვავილები მიმოვრწყე კართით.იძინე!კაჟის ნამსხვრევივით იმედი ბრწყინავს.ახ,კიდევ როდის აყვავდება იმედის ვარდი!

ვერლენი პოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი