პოეზია · ლირიკა
მღვიმეში (მთარგმნელი თევზაძე ბადრი)
აქ, თქვენ მუხლებთან მინდა ახლა მოვიკლა თავი,რადგან ამ ტანჯვის გასრულებას აღარ მოველიდა თვით ძუ ვეფხვი ჰირკანიის დაუნდობელითქვენს გვერდით მოჩანს, ვით უმანკო, უმწეო კრავი.ჰოი, კლიმენავ, მე ტკივილი მარგუნეთ მხოლოდდა ეს მახვილი გადამტანი უამრავ ომთა,დამმარცხებელი თვით კიროსთა და სციპიონთა,დღეს ჩემს სიცოცხლეს და წამებას მოუღებს ბოლოს.მე რა მინდოდა, იღბლის ზაკვა თუ იყო სწორედ,ელისეს მინდვრებს რომ ვეწვიე ასე ბედასლიდა სიყვარულმა გულში დამჭრა ისრებით ბასრით,რომ თვალმა თქვენმა მომანათა საბედისწეროდ.