პოეზია · ლირიკა
სახურავზე უღრუბლო ცა (მთარგმნელი მეტრეველი ლელა)
სახურავზე უღრუბლო ცალურჯ ანარეკლს ტოვებს,სახურავთან ხე ირწევა,ანანავებს რტოებს.ხეზე ჩიტი ტკბილად მღერის,ზარი რეკავს ციდან,ო, ეს შფოთვა დამქანცველიმოდის ქალაქიდან.აქ კი სულ სხვა სამყაროა,მარტივი და მშვიდი,მადლობა ღმერთს, აქ ცხოვრებათავისი გზით მიდის._ ეს რა ჰქენი? ღამეებთანცრემლს რომ ინაწილებ,რა უყავი, სად წავიდაშენი სიყმაწვილე?