↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კაბარეთა ხმაური, ტროტუარის ტალახი (მთარგმნელი ჩაბრაძე ბაჩანა)

ვერლენი პოლ

2022-09-131 წთ საკითხავი468 ნახვა

—
კაბარეთა ხმაური, ტროტუარის ტალახი,გაძარცული ჭადრები - ქარისგან განალახი,ომნიბუსი ჭრიჭინა, ძლივს რომ იჭერს ბორბლები,რკინის კორიანტელი, შლამით დანადორბლები,ზანტად რომ მოჩანჩალებს წითელ-მწვანე შუშებით,წევა-წევით, კლუბისკენ მიმავალი მუშები,ცხვირწინ პოლიციელთა - პირში ჩიბუხ-ნაღვერდლით,ნესტი, სახურავიდან, კედლებს ჩამონაღვენთი,ქვაფენილი სრიალა და ზედ გუბე მრავალი,აი, ჩემი შარაგზა - სამოთხისკენ მავალი.

ვერლენი პოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი