პოეზია · ლირიკა
მუსიე პრუდომ (მთარგმნელი ჩაბრაძე ბაჩანა)
დარბაისელი - მერია და ოჯახის მამა.მიმაგრებული საყელური უფარავს ყურებს.მშვიდი თვალებით უერთდება ოცნების ყურესდა ქოშებიდან გაზაფხულის ეღვრება გამა.მას არ იზიდავს ვარსკვლავები, არც ზეცა ართობს,არც - მელოდია ხეივანში მგალობელ დასთა,ან მობიბინე მდელოს რა აქვს საერთო მასთან?მუსიე პრუდომ ერთ რამეზე ოცნებობს მარტო:სურს ქალიშვილი მიათხოვოს, ეღირსოს საშველს,მდიდარ, ღიპიან ბოტანიკოს მუსიე მაშენს.რაც შეეხება ლექსის მწერლებს, მათთან ავია -ამ უქნარა და მაწანწალა ხეპრეთა ურდოსუფრო ვერ იტანს, ვიდრე თავის ქრონიკულ სურდოს.და მის ქოშებზე გაზაფხულის ვარდნი ყვავიან.