↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მწუხრი ტაოში

მღვდლიაშვილი თინათინ

2026-07-181 წთ საკითხავი10758 ნახვა

—
ტაოს მწუხრში იცრემლება დოლისყანა, _ტბეთის ჩრდილში ქორწილი აქვს მუსლიმს.მეთორმეტე საუკუნე _ ოქროს ხანა!მეთვრამეტე _ აქილევსის ქუსლი!ყივის მოლა შატბერდთან და ერუშეთთან, _ისტორიის უსამართლო მეხრე,ეძებს ლაზი ხანძთასთან და ფანასკერტთანსაქართველოს ღვთივკურთხეულ მეფეს.პონტოს ქარი გულს უკაწრავს საბა მტბევარს,ეზრა ანჩელს _ სისხლიანი რთველი...მეციხოვნედ უდგას ბაგრატ ქართულ მტევანს,ყველისციხეს _ გობრონ-მიქაელი.წვიმს და ჩუმად იცრემლება დოლისყანა,ტბეთის ჩრდილში ქორწილი აქვს მუსლიმს!...მეთორმეტე საუკუნე _ ოქროს ხანა!მეთვრამეტე _ აქილევსის ქუსლი!
მღვდლიაშვილი თინათინ

მღვდლიაშვილი თინათინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი