↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბერიკონში

მღვდლიაშვილი თინათინ

2026-07-181 წთ საკითხავი10757 ნახვა

—
რესტორნის კვამლში იხრჩობა მიხაკი,სუნთქვა ეკვრის და ტირის,ვიღაცა არშიყობს, ვიღაცა კეკლუცობს,ვიღაცა მოდის და მიდის.
ჩასკუპებულან, ჩახუტებულან,ბერძნული „ელადა“ მღერის,დგას ოხშივარი ნდომის და სურვილის,უნიჭო მკერდის თუ წვივის.
გარეთ კი წვიმს, და მტკვარი მიღოღავს,ცხელა და მტკვარსაც ცხელა,ზოგს დაავიწყდა ვის გორს ატარებს,ზოგს ახსოვს, ცოტად თუ ბევრად.
ვზივარ დარბაზში, მარჯვნიდან მამხნევებსჩემი მეუღლის სითბო,ღმერთო, რა კაცია, ვერ დავამშვიდე,ქართულ სიღერებს ითხოვს.
დარბაზს კი უკვე ფეხზე ჰკიდია,ვინ მღერის, რას და რატომ!ღმერთო, დამიფარე, ეს რა სიგიჟეა,ამაყ ლილეოს ვნატრობ.
კვამლიან დარბაზში იხრჩობა მიხაკი,ბერძნული ანსამბლი მღერის,არც ბერძნებს ეტყობათ ნამდვილი ბერძნობა,სისწორე სახის და მკერდის.
რაღაც კოშმარია, რაღაც დომხალია,მღერიან, ცეკვავენ, დგანან...სკამებს მიჯაჭვული, ნიკო ფიროსმანისმიბაძულ სურათებს გვანან.
იხრჩობა დარბაზი, მარჯვნიდან მამხნევებსჩემი მეუღლის სითბო,ღმერთო, რა კაცია, რა დაამშვიდებს,ქართულ სიმღერებს ითხოვს!
მღვდლიაშვილი თინათინ

მღვდლიაშვილი თინათინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი