პოეზია · ლირიკა
ვიცი
ვიცი, რომ მალე დაგტოვებ მარტო,გადავსახლდები სხვა საცხოვრისში...შენს სამყაროში მაწვიმს და მათოვს,ნაღალატარი მყინავს მაისი.
ვიცი, რომ ღამე იქნება თეთრიდა დავიძინეთ გათენებისას,ვიცი, რომ ლექსში იელვებს მეხიდა უმსუბუქებს სტრიქონს მომიკლავს.
ვიცი, რომ ვიღაც გადამკრავს მათრახს,უბირი ხელით მომიკლავს იებს,და ალუბლების სევდიან ბაღშისევდიან ლექსებს დამაწერინებს.
ვიცი, რომ ვიღაც ეული მგზავრიმომიკაკუნებს სარკმელზე ფრთხილად,ჩამომიქროლებს მსუბუქი ქარიდა მზე იისფერ კაბას მომიტანს.
ვიცი, რომ ისევ მიშველის ღმერთი,ვიღაც მომძებნის დაბურულ ტყეში.ვიცი, რომ მალე დაგტოვებ მარტო,გადავსახლდები სხვა საცხოვრისში...