↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბედის ვარსკვლავო

მღვდლიაშვილი თინათინ

2026-07-181 წთ საკითხავი10761 ნახვა

—
ცაზე ციმციმებ,ვარდისფერო ბედის ვარსკვლავო,გაზაფხულივით მომენატრა ღიმილი შენი,ო, როგორ მინდა ხელი წუთით მაინც შეგახო,ო, რა ხანია გელი.
ბედის ვარსკვლავო,შემომხვიე თბილი მკლავები,ჩამოიშორე იისფერი ღრუბლების ფარდა.ჩუმად მითხარი, სად იყავი გადაკარგული,ვინ შეგიყვარდა?..
ბედის ვარსკვლავო,ვარდისფერო ბედის ვარსკვლავო,ცაზე ანათებ შორეული და იდუმალი.იქნებ ჩემსავით სიყვარულმა გატკინა გული,ჩუმად მითხარი...
ბედის ვარსკვლავო,იდუმალო ბედის ვარსკვლავო,ცაზე ციმციმებ საიდუმლო მარადიული.ყოჩივარდები მენატრება თავდავიწყებითდა სიყვარული...
მღვდლიაშვილი თინათინ

მღვდლიაშვილი თინათინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი