↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დავით მეფეს

მღვდლიაშვილი თინათინ

2026-07-181 წთ საკითხავი10758 ნახვა

—
აღმაშენებელითბილისს მობრძანდებაყალყზე შემდგარი რაშით!გული გაიმაგრე,გული გაიმაგრე,გული გაიმაგრე,დავით!
რა დაგვიტოვე,და რას გახვედრებთ,რით მოვიწონოთ თავი?ვერ ვიდავითეთ,ვერ ვითამარეთ,ვერ ვიდიდგორეთ,დავით!
მიწა გაგვიყიდეს,ხორცი დაგვიფლითეს,გული ამოგგვგლიჯეს ტანჯვით!გარეჯს გვიფეთქებენ,რუსთველს გვიგინებენ,სულში გვაფურთხებენ,დავით!
გადამთიელები,უცხოტომელები,ტაძრებს გვიფხაჭნიან დანით!გადამიარეთო! -ასე დაგვიბარე,გადაგვიარეს,დავით!
ვერ დავიცავითსრულიად საქართველო,ვერ მოვუფრთხილდით წამით!ხმალი დაგვიჟანგდა,სისხლი გაგვიწყალდა,დავპატარავდით,დავით!
მტერმაც გვლეწადა ერთურთიც ვლეწეთ,ვლეწეთ დღისით და ღამით!ტაოს მივტირით,ჰერეთს მივტირით,სამცხეს მივტირითდავით!
კვნესის საქართველო,შენი საქართველო,გულში დაჭრილია ხარი!მუხლი მაგარი აქვს,არ დაიჩოქებს,ნუ გეშინია,დავით!
თბილისი მაინცისევ თბილისობს,გელათი ისევ ყვავის!იბადებიან დღესაც ლეკვები,სადიდგორენიდავით!
მეფედ შენ გვსურხარ,შენ გვიპატრონე,შენი ხმლითა და ფარით!სხვა ღმერთსარა ვცნობთ!სხვა ხატს არა ვცნობთ!სხვა კაცსარა ვცნობთდავით!
აღმაშენებელო,თბილისს შემობრძანდი,თეთრი გიორგის მადლით!მუმლი მუხასაო!მუმლი მუხასაო!მუმლი მუხასაო!დავით!
მღვდლიაშვილი თინათინ

მღვდლიაშვილი თინათინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი