↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მონატრება

მღვდლიაშვილი თინათინ

2026-07-181 წთ საკითხავი10757 ნახვა

—
თბილისს ვარდისფერი სახე გაუფრინდა,ყელზე დაეკიდა მთვარე...როგორ მენანება, როგორ მენატრება,ნაღდი თბილისური ღამე.
სანთლის სიჩუმეში მკრთალი ფოთოლცვენა,ბაღში - მოწყენილი გედი,ტაძრის სინაზეში ჩიტის გადაფრენა,თმები - მოქნეული ფრთები.
მტკვარი მოჩითული ჭადრის ფარდაგებით,ცხელი სიყვარულის როკვა,მერე ცრემლები და მერე სინანული,სიონს გალობა და ლოცვა.
მერე მთაწმინდაზე დიდი ღამისთევა,ვაჟას პოეზიის ცეცხლი.ცისფერ ბილიკებზე ლურჯი გარინდება,გალას სისხლიანი ლექსი.
მერე სიგიჟე და თეთრი მწუხარება,გული - გაგლეჯილი მთვარე.ღმერთო, მენატრება, როგორ მენატრებანაღდი თბილისური ღამე.
მღვდლიაშვილი თინათინ

მღვდლიაშვილი თინათინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი