↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საქართველოს

მღვდლიაშვილი თინათინ

2026-07-181 წთ საკითხავი10788 ნახვა

—
უშენოდ, ჩემო, უდაბნოა მთელი სამყარო,შენი სახელით თუნდ გრემიდან გადავფრინდები...ამიტაცებენ უსასრულო და უსამანო, -მზესუმზირებით მოქარგული სველი მინდვრები.
უშენოდ, ჩემო, უდაბნოა მთელი სამზეო,შენა ხარ ჩემი საუნჯე და საჩრდილობელი.ყოვლად სრულქმნილო, სრულყოფილო, სულის საგზალო, -შენ ხარ, მამულო, ჩემი ხატი, - ყოვლისმპყრობელი.
და შენ ჩემში ხარ, სახიერო, - საბედნიეროდ, -შენი ტაძრებით, მონასტრებით, - ლილისფერებით...შენა ხარ ჩემი სიყვარული, - საბედისწერო, -მოლაღურივით ჩუმად ვტირი და გეფერები.
მღვდლიაშვილი თინათინ

მღვდლიაშვილი თინათინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი