↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * უაზროა, ვიცი, ჩემი კითხვები

ჯორჯანელი ნიკა

2011-08-121 წთ საკითხავი3030 ნახვა

—
უაზროა, ვიცი, ჩემი კითხვები.უაზრო ვარ თვითონ.მაპატიე, ჩემს ბედში რომ ითხვრები,სხვისი ბედის ხვითოვ.
ვდგავარ ბაღში, სადაც ორი სკამია,და საკუთარ ჩონჩხს ვგრძნობ - სიკვდილს ბაღის.ბაღი ხუჭავს შიშჩამდგარ და ნამიანთვალებს თვისას. მე კი ვკუმავ ბაგეს.
...ის დღე მოვა, ის უხანო სამოთხე,ვნებით - სისხლის ქაფით,და შუქიდან იმგვარადვე ამოხეთქ,როგორც ეტნა ღამით.
როგორც კიბოს წამლის აღმოჩენისასსაუკუნის შეძახილი: „ევრიკა!".როგორც ელვა-მოგონება ფრენისაგართხმულ ტვინში, რომლისთვისაც ბევრი ხარ.
როგორც ქარის ამოვარდნა პირველისულ-სულ პირველ მარტში.როგორც ბოლოს აღმომხდარი ყვირილივერგაძლებით: დარჩი!
მერე ოთხზე დავდივარ და ნამტვრევებსვკრეფ იმ დღისას. მყოფი ბედში ვიწროდდღესასწაულს ხვნეშა-ოხვრით ამთავრებს,ღამეულო ამღერებავ სხვისო.
2001/2006
ჯორჯანელი ნიკა

ჯორჯანელი ნიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი